თბილისი. 27 მაისი — Sputnik. გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა მესამედზე მეტი —35% თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მტრულ ხასიათს ატარებს, მოწმობენ ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის მონაცემები.
ამასთან ერთად, რესპონდენტთა 31% ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს. ხუთი წლის წინ არამეგობრულ ურთიერთობებზე რუსეთის მოქალაქეთა 67% საუბრობდა, მეგობრულის შესახებ კი 13%.
რუსეთის მოქალაქეების აზრი უკრაინასთან ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვნად გაუარესდა — გამოკითხულდა 81%-მა ამ ურთიერთობებს არამეგობრულს უწოდეს, და მხოლოდ 6% თვლის, რომ ეს ორი ქვეყანა მეგობრობს. 2011 წლის მარტში მხოლოდ 27% თვლიდა, რომ მეზობლების ურთიერთობები მტრულია, 48% კი ამ ურთიერთობებს ოპტიმიზმით უყურებდა.
მოლდავეთთან ურთიერთობების შეფასება გაუარესდა: დღეს რესპონდენტთა 28% პოზიტიურ ტენდენციებს ხედავს (27%-უარყოფითს), მაშინ როდესაც ხუთი წლის წინ ასეთი აზრის 41% იყო(2011 წელს მეგობრულ შეფასებას აღნიშნავდა 18%).
რუსეთის მოქალაქეთა აზრით, არამეგობრული ურთიერთობები რჩება ლიტვასთნ (58% დღეს და 49% 2011 წელს), ლატვიასთან (59% ახლა და 50% ხუთი წლის წინ) და ესტონეთთან (55% ახლა და 50% 2011 წელს).
მიმდინარე და 2011 წელს ჩატარებული გამოკითხვების მონაცემების შედეგად, რუსეთი კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს აზერბაიჯანთან (ახლა 53% და მაშინ 51%), სომხეთთან (58% და 56%), ტაჯიკეთთნ (54% და 48%), უზბეკეთთან (58% და 50%) და თურქმენეთთან (ახლაც და მაშინ 47%).
ხუთი წლის წინანდელ გამოკითხვასთნ შედარებით ადამიანები ხშირადამბობენ, რომ მეგობრობენ ბელორუსიასთან (77% და 57% მაშინ), ყაზახეთთან (ახლა 77% და 58% ხუთი წლის წინ) და ყირგიზეთთან (60% და 49%).
რუსეთის ფედერაციის ორი ათას სრულწლოვან მოქალაქეთა შორის გამოკითხვა 10 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის 55 რეგიონიდან 104 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლები. სტატისტიკური ცდომილება 3,1% —ზე მეტს არ აღემატება.