28 მაისს ბათუმი ტურისტულ სეზონს ხსნის

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმელებს და მათ სტუმრებს ელოდება კონცერტები, სხვადასხვა მასტერკლასები და შეჯიბრები, ასევე ფასდაკლებები კატერით გასეირნებაზე, პარაშუტით ხტომაზე, ატრაქციონებზე და ა.შ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 28 მაისს ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი პროგრამა შეიმუშავა.

ღონისძიება დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ შადრევანთან  „წყლის ფარდის“  შოუთი დაიწყება. დღის განმავლობაში ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab კონცერტები ჩატარდება, იუწყებიან დეპარტამენტში.

ბათუმის ბულვარი სპეციალური დეკორაციებით და განათებით იქნება გაფორმებული.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა მასტერკლასებსა და შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა.  ორგანიზატორები პირდებიან, რომ პროგრამა ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანებზე იქნება გათვლილი.

პლაჟი - Sputnik საქართველო
ბათუმის პლაჟი ტურისტების მისაღებად მზადაა

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. 

პროგრამა 29 მაისს, ღამის 3:00 საათზე დასრულდება.

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის, გონიოს ციხის, ნობელების მუზეუმის და არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება.  სპეციალური ფასები დადგინდება  კატერებით  და კატამარანით გასეირნებაზე და  პარაშუტებით ხტომაზე. ფასდაკლება შეეხება  ასევე ბავშვთა გასართობ ატრაქციონებს, ბილიარდს და  ჩოგბურთს.


ყველა ახალი ამბავი
0