ბათუმის პლაჟი ტურისტების მისაღებად მზადაა

გამოწერა
ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურმა ზაფხულის სეზონის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი სამუშაო ჩაატარა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აჭარა ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადაა, სარფიდან ჩაქვამდე გაწმენდითი სამუშაოები მთელ სანაპირო ზოლზე ჩატარდა, განუცხადა Sputnik-ს ბათუმის მერიის სანიტარული დასუფთავების სამსახურის უფროსმა ზურაბ გელაძემ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ტურიზმი აჭარაში - მზადება ზაფხულის სეზონისათვის

სამსახურის წარმომადგენლები სანაპირო ზოლის გაწმენდით სამუშაოებს 1 მაისიდან ყოველდღე აწარმოებენ.

„სანაპიროს მთელ პერიმეტრზე იდეალური სისუფთავეა. ასევე სუფთაა ზღვის წყალიც აჭარის სანაპიროზე. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, რომლებიც მწერებთან ბრძოლისთვის არის საჭირო, ჩვენ მას თვეში ორჯერ ვატარებთ“, — განაცხადა გელაძემ.

2013 წელს ბათუმში საყოფაცხოვრებო წყლებისა და ფეკალური მასების ბიოლოგიური გასუფთავების თანამედროვე აღჭურვილობა ამოქმედდა. გაწმენდილ წყალს სპეციალური მილით ზღვაში ღრმად უშვებენ.

სპეციალისტების აზრით, ზღვის წყლის ხარისხი სწორედ ამან გააუმჯობესა.

წყლის ხარისხის მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები ათ დღეში ერთხელ ატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0