თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ნაცვლად რაღაც ბრჭყვიალა შეფუთვას უნდა ელოდოს, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი
„ ნატო–ში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პროცედურა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებით გათვალისწინებული არ არის, მოგონილია და საქართველოს ნატოში ვერ გააწევრიანებს, ერთადერთი აუციელბლად გასავლელი ეტაპი ალიანსში ინტეგრაციის გაზაზე არის MAP–ი, რომელსაც უკვე დიდი ხანია გვპირდებიან, მაგრამ საამისოდ წესდებით გათვალისწინებული არც ერთი ნაბიჯი ჯერ გადადგმული არ არის“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, ადრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არ აერთი განცხადება გაკეთებულა იმის თაობაზე, რომ საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე უკეთესი თანამშრომლობის ფორმატიც მიიღო ინტენსიური დიალოგის სახით, მაგრამ ის რეალური წინსვლა, რაც ალიანის წესდებით არის გაწერილი არ მომხდარა.
„ამჯერად ძალიან გარკვევით გვითხრეს, რომ საქართველო ვარშავის სამიტზეც არ მიიღებს MAP–ს, თუმცა ღია კარის ილუზიის შესაქმნელად რაღაც ბრჭყვიალა შეფუთვას მაინც შემოგვთავაზებენ.“ – მიაჩნია ექსპერტს.
საქართველო ვარშავის სამიტისგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ნატოსთან ურთიერთობის ახალი დადებითი ასპექტების თაობაზე გაკეთებულ მოხსენებას ელის. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი აღნიშნულ სამიტზე არ გადაწყდება.
დელეგაციას, რომელიც ივლისის დასაწყისში ნატოს ვარშავის სამიტზე გაემგზავრება, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.