თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დელეგაციას, რომელიც ივლისის დასაწყისში ნატოს ვარშავის სამიტზე გაემგზავრება, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
„საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტრი გიორგი მარგველაშვილი. ვარშავის სამიტის წინ აუცილებლად იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან სწორედ უშიშროების საბჭოს ფორმატია ამ საკითხების განსახილველი ფორმატი. უკვე მიმდინარეობს მზადება ამისთვის“, — განაცხადა იმერლიშვილმა.
საქართველოს ვარშავის სამიტისგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ნატოსთან ურთიერთობის ახალი დადებითი ასპექტების თაობაზე გაკეთებულ მოხსენებას ელის. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი აღნიშნულ სამიტზე არ გადაწყდება.