ბათუმში გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი გაიმართება

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში 8- 10 ივნისს გაიმართება კონფერენცია თემაზე „გარემო ევროპისათვის“. პირველი კონფერენცია 1991 წელს პრაღასთან ახლოს, დობრჟიშის ციხე-სიმაგრეში ჩატარდა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „მწვანე“ ეკონომიკა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის — ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ 8-10 ივნისს ბათუმში გარემოს დაცვის პრობლემებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში 56 ქვეყნიდან დაახლოებით 600 დელეგატი ჩამოვა, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მუშაობენ. დღეს თბილისში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მონაწილეობით ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სვანური  სოფლების  თავსამკაული  -  სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
ეკოლოგიური ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ 111-ე ადგილი დაიკავა

მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (Environment for Europe) საქართველოში პირველად ჩატარდება.

პროცესს „გარემო ევროპისთვის“ ყოფილი ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის მინისტრმა იოზეფ ვავრუშეკმა დაუდო სათავე. პირველი კონფერენცია 1991 წლის 21-23 ივნისს პრაღასთან ახლოს, დობრჟიშის ციხე-სიმაგრეში გაიმართა.

2014 წლის ოქტომბერში ჟენევაში მიმდინარე რიგით მეშვიდე კონფერენციაზე მინისტრთა მერვე კონფერენციის ბათუმში ჩატარება გადაწყდა.

პროცესი „გარემო ევროპისთვის" წარმოადგენს  უნიკალურ პარტნიორობას გაეროსთან არსებული  ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონში მდებარე წევრი-სახელმწიფოების, ამ რეგიონში წარმოდგენილი გაეროს სისტემის ორგანიზაციების,  სხვა მთავრობათშორისი ორგანიზაციების, რეგიონალური და სუბრეგიონალური ეკოლოგიური ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ძირითადი ჯგუფების.

ყველა ახალი ამბავი
0