სარფის სანაპირო ზოლს შტორმისგან დაიცავენ

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიგზის საფარის დაგება
გზის საფარის დაგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლოსთვის სარფის სანაპირო ზოლი შტორმიული ტალღებისა და ქვების ცვენისგან დაცული იქნება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სარფის სანაპირო ზოლის შტორმისგან დასაცავად სენაკი-ფოთი-სარფის ორკილომეტრიან მონაკვეთზე საავტომობილო გზის გასამაგრებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, ტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, გზის 932 მეტრიანი ნაწილი, რომელზეც კლდოვანი ციცაბო ფერდობიდან ინტენსიურად  ცვიოდა ლოდები და ავტომობილებისა და ტვირთების დაზიანებას იწვევდა.

კაცხის სვეტი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარება

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 110 მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ქვისცვენის სწინააღმდეგო ბადე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლის მოცულობა; სანაპიროზე აშენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა, რამაც ტერიტორია შტორმის დროს უნდა დაიცვას, განაცხადეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულება 58,4 მლნ ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლის ბოლომდე დასრულდება.

სენაკი-ფოთი-სარფის გზა საქართველოს თურქეთთან აკავშირებს. ის საერთაშორისო მიმოსვლისა და სატრანზიტო გადაზიდვების გზაა, ამდენად, ის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა.

დღე-ღამეში ამ ტრასაზე საშუალოდ 15 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.

ყველა ახალი ამბავი
0