სუსი: ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია

გამოწერა
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე არ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელი საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს.

ეს კომენტარი ბერაიამ გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრები ოთხი წელი აღარ ტარდებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ზახაროვა: რუსეთს ოთხოზორიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს

„მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე-ფაქტო ხელისუფლების ე. წ. სამხედრო პროკურატურა. ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს“, — განაცხადა ბერაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოკლეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალი აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის წარუდგინა და ინტერპოლს მასზე წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.

აფხაზური მხარის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებამ მათ გამოძიების მასალები და ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გადასცა.

„შეხვედრა, მთლიანობაში, კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. მხარეები ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ“, — აღნიშნულია აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ შემდეგი შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0