ზახაროვა: რუსეთს ოთხოზორიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს

© Sputnik / STRINGERსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების აღდგენას.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსეთს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, ინციდენტი აფხაზი „მესაზღვრეების“ პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.

გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოკლეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალი აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის წარუდგინა. განზრახ მკვლელობის საქმე აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამაც აღძრა.

„რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, კონფლიქტი აფხაზი „მესაზღვრეების“ პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა… რუსულ მხარეს ამ ინციდენტთან არანაირი, მათ შორის, არც ირიბი კავშირი არ აქვს“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ის ასევე მიესალმება გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების აღდგენას.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზ "მესაზღვრეს" ადანაშაულებს

„მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საზღვრები საქართველოსა და ზოგიერთ მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის მარკირებული არ არის, ეს მექანიზმი საშუალებას იძლევა, აღიკვეთოს ინციდენტები და თუ რამე მოხდება, გამოძიება ცხელ კვალზე ჩატარდეს“, — დასძინა ზახაროვამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა.

გალში შეხვედრა დღეს დილით დაიწყო. ქართული მხრიდან მონაწილეობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0