თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ვიცე–პრემიერი და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ დაიკითხება „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
„გამომდინარე საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ვიდეოკადრებიდან, გამოძიება არ მიიჩნევს აუცილებლად კახა კალაძის დაკითხვას“, — განაცხადა შოთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ეთერში.
მთავარმა პროკურორმა პირობა დადო, რომ არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტის ყველა ფიგურანტის დაკითხვა უახლოეს დღეებში დასრულდება.
კალაძის დაკითხვა ენმ–ის წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მოითხოვა, რომელმაც ვიცე–პრემიერს მისი პარტიის ლიდერებზე თავდასხმის ორგანიზება დასდო ბრალად.