რუსეთი საქართველოს დაღუპული მოქალაქის ოჯახს 70 ათას ევროს გადაუხდის

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი მოსკოვიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაში ბრალეულად ცნო.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსეთი მზადაა 70 ათასი ევრო გადაუხადოს მანანა ჯაბელიას ოჯახს, რომელიც 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისას მოსკოვის ერთ–ერთ იზოლატორში გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ოჯახის ადვოკატზე, პავლე ბერიაზე დაყრდნობით.

მანანა ჯაბელია მოსკოვში ოჯახთან ერთად ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ქართველების მასობრივი დეპორტაციისას ის მოსკოვის იზოლატორში მოათავსეს, სადაც გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ოჯახმა 2007 წლის აპრილში შეიტანა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც მხარეებს სასამართლო მოსმენის გარეშე მორიგება შესთავაზა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო წინადადებას დათანხმდა.

„რუსეთმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციით, ჩვენს მხარეს 70 ათასი ევროს გადახდა შესთავაზა. სასამართლოც და ჩვენც დაგვაკმაყოფილა ამ წინადადებამ. რუსეთმა ეს თანხა სამი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს“, — განაცხადა ადვოკატმა.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
მატიუშკინი: რუსეთს არ მიუღია მონაცემები საქართველოსთვის 70 მლნ ევროს გადახდაზე

აფხაზეთიდან იძულებით დევნილი მანანა ჯაბელია მოსკოვის მილიციამ 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში დააკავა, როდესაც მისი პასპორტი საქართველოს საელჩოში იყო გამოსაცვლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯაბელიას დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შიმშილობა გამოაცხადა, ახალი  მოსმენა ჩაინიშნა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ჯაბელიას დეპორტაციის საფუძველი და საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქე ვეღარ მოესწრო ახალ პროცესს.

მანანა ჯაბელიას ოჯახმა რუსეთს ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0