არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქართული შეიარაღება შეისყიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ლაზიკა"
ლაზიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ახლო აღმოსავლეთში გაფართოებას განაგრძობს. საუდის არაბეთის შემდეგ ქართული შეიარაღება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მიეწოდება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქართული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ წარმოებული დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულები შეისყიდა. გარიგების საერთო ღირებულებაა 67 მლნ ლარი.

კონფიდენციალური შეთანხმების დეტალებზე, რომელსაც 2016 წლის 15 მარტს მოეწერა ხელი, საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ „დელტას“ ყოფილი გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ქართული სამხედრო ტექნიკის 23 მლნ ლარის ღირებულების პირველ პარტიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თვის ბოლოს გაგზავნიან.

ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
საუდის არაბეთმა საქართველოსგან ჯავშანმანქანები შეისყიდა

დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული „დელტაში“ რამდენიმე წლის წინ გამოიგონეს. ის დამონტაჟებულია ქართულ საბრძოლო მანქანა „ლაზიკაზე“. მოდული შედგება 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით.

სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები. 

ეს ქართული სამხედრო ტექნიკის საზღვარგარეთ მიწოდების პირველი შემთხვევა არ არის. წელს „დელტამ“ უკვე დადო ხელშეკრულება რამდენიმე ათეული დაჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა Medevac-ის საუდის არაბეთში გაგზავნის შესახებ. ექსპერტები გარიგებას დაახლოებით 90 მლნ ლარად აფასებენ.

© Sputnik / Maria TsimintiaMade in Georgia: грузинское оружие, грузинская версия
Made in Georgia: грузинское оружие, грузинская версия - Sputnik საქართველო
Made in Georgia: грузинское оружие, грузинская версия





ყველა ახალი ამბავი
0