საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ყარაბაღის კონფლიქტს განიხილავენ

© photo : OSCE/Mikhail Evstafievსაპარლამენტო ასამბლეის სესია ვენაში
საპარლამენტო ასამბლეის სესია ვენაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტი განიხილება. სესიის შედეგების მიხედვით თბილისის დეკლარაცია იქნება მიღებული.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისში 1-დან 5 ივლისამდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ჩატარდება, რომლის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილება, ეუთო-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.

სესიაში მონაწილეობას აზერბაიჯანის დელეგაცია მიიღებს მილი მეჯლისის(პარლამენტის) ვიცე-სპიკერის ბაჰარ მურადოვასა და დეპუტატ აზაემ გულიევის მეთაურობით.

ასევე მასში მონაწილეობას მიიღებენ 75 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 300 პარლამენტარი, დიპლომატი, პოლიტიკური ექსპერტი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განიხილება ეუთო-ს ქვეყნების 25-წლიანი თანამშრომლობის შედეგები, მათი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

„საპარლამენტო თანამშრომლობის 25 წელი: დიალოგის გზით ნდობის განმტკიცება“ სესიის ფარგლებში პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტში განსახილველად რეზოლუციის პროექტი გავა, რომლის ავტორია შვედი დეპუტატი მარგარეტა სედერფელდი.

პროექტში დასტურდება, რომ კონფლიქტის შედეგად მშობლიური მიწებიდან განდევნილი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების თავის სახლებში დაბრუნება მათი უდავო უფლებაა.

სესიის შედეგების მიხედვით თბილისის დეკლარაცია იქნება მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0