ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. 2016 წლის 1-5 ივლისს, თბილისი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს.  შესაბამის მემორანდუმს ოთხშაბათს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ მოაწერეს ხელი.

ყოველწლიური სესია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებაში 57 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის პარლამენტების სპიკერები, ვიცესპიკერები, პარლამენტების წევრები და ეუთოს გენერალური მდივანი მიიღებენ მონაწილეობას.

თედო ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ქართველი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩატარდება“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რომლის ჩენაწერსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

„ესაა ღონისძიება, სადაც 57 ქვეყნის პარლამენტარები, რომლებიც ერთი მილიარდ ადამიანს წარმოადგენენ, ერთად იკრიბებიან და განიხილავენ ეუთოს სივრცეში არსებულ საკითხებს. ეუთოს სივრცეში ბევრი გამოწვევაა და თბილისი ის ადგილია, სადაც ყველას, ამ კანონმდებლებს, ექნებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ სამი მიმართულებით-უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. სესიის ბოლოს ასამბლეა მიიღებს წლიური დეკლარაციას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგი სესიის თემას განსაზღვრავს“,- განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა. მისივე ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა და ყოველწლიური სესიის საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთვება.


ყველა ახალი ამბავი
0