ქართული ეკლესია ერთსქესიან სექსუალურ კავშირს გმობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს წმინდა სინოდმა შეიტანა ზოგიერთი შესწორებები დოკუმენტში „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” ერთსქესიანი სექსუალური კავშირებისა და ქორწინებისგარეშე არსებული ურთიერთობების გამო, ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმში.

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიენების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”-ასეთი ფორმულირება დამტკიცდა წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ერთსქესიანთან ქორწინების საკითხის გარკვევის დრო ახლა არ არის

წინა რედაქციის მიხედვით, „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა“.

ერთსქესიანი ქორქინების თემა საქართველოში ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველმა, ადვოკატმა  გიორგი ტატიშვილმა დააყენა. საპასუხოდ მოწინააღმდეგებმა ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები პარლამენტში შეიტანეს, რომლებიც აზუსტებენ, რომ ქორწინება — ეს არის კავშირი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.

მოგვიანებით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინების თემა საქართველოში არ უნდა იყოს აქტუალური, რადგან ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემა არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0