უამინდობა საქართველოში კვლავ ანადგურებს მოსავალს

© Flickr / Colin Busbyსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისის თვეში მოსულმა წვიმებმა და სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სასოფლო სამეურნეო სავარგულებს კახეთსა და შიდა ქართლში.

თბილისი. 26 მაისი — Sputnik. ქარელის რაიონში კოკისპირული წვიმისა და სეტყვის გამო შვიდი ოჯახის სახლი დაიტბორა, ხოლო მოსავალი ექვს სოფელში განადგურდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия" რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ზაზა გულიაშვილზე დაყრდნობით. 

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
კახეთში მოსულმა სეტყვამ “დელტას“ დირექტორის თანამდებობა შეიწირა

სეტყვა დაახლოებით 10 წუთის მანძილზე გაგრძელდა და მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა სოფლებს: რუისს, ხვედურეთს, აპნისს, თამარაშენს, შაკშაკეთს. სტიქიამ დააზიანა ვენახი, ხახვის, ნივრის, კარტოფილის, პომიდვრის ნათესები და ვაშლისა და ატმის მოსავალი. 

ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. 27 მაისს სპეციალური კომისია დაადგენს მდგომარეობას და სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს. 


ყველა ახალი ამბავი
0