თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ხურჩაში „საზღვართან“ მოკლული გიგა ოთხოზორია ზუგდიდში დაკრძალეს.
შეგახსენებთ: 30 წლის გიგა ოთხოზორია 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრეს ხურჩაში. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელ რაშიდ კანჯი–ოღლის წაუყენა ბრალი და გარდა ამისა, ინტერპოლს გადასცა ძებნის გამოსაცხადებლად. აღნიშნულ ფაქტზე ასევე აღძრა საქმე აფხაზეთის დე–ფაქტო სამხედრო პროკურატურამ.
გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გარდა სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები და ზუგდიდის მოსახლეობა.