ქართული ეკლესია პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლურჯი მონასტერი
ლურჯი მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე გალის რაიონში საქართველოს მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ასევე, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი განიხილეს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს და სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამს.

გასულ კვირას, შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი არჩევნებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს

წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა, ასევე აღინიშნა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას „საშინელი მკვლელობის“ ფაქტი.

„წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის“, – აღნიშნულია სინოდის ოქმში.

გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრეს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის ბრალი წარუდგინა და მის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას აპირებს.


ყველა ახალი ამბავი
0