თბილისში ლეკვები შეჭმისგან იხსნეს

© Sputnik/ Denis Aslanovლეკვები
ლეკვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეკვები, ასევე კუ და ზღარბი ისანი–სამგორის რაიონში, უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარში გადაიყვანეს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფრის თანამშრომლებმა ლეკვები, კუ და ზღარბი გადაარჩინეს, რომელთა შეჭმასაც, სავარაუდოდ, უცხოური სამშენებლო კომპანიის მუშები აპირებდნენ, განუცხადა Sputnik–ს თავშესაფრის მფლობელმა.

ელიზბარაშვილის თქმით, ჩინური კომპანია ვაზისუბანში სახლებს აშენებს. ადგილზე დასაქმებული არიან როგორც ჩინელები, ისე ქართველები, რომლებმაც გასულ კვირაში ხელფასის გადახდის მოთხოვნით აქცია გამართეს. 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი - Sputnik საქართველო
თბილისში უპატრონო ძაღლებს დატბორილის სანაცვლოდ ახალი თავშესაფარი გაუჩნდებათ

„აქციის დროს მუშებმა გვითხრეს, რომ ჩინელები ძაღლებს ჭამენ. როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, მაშინვე ადგილზე მივედით. იქ ვნახეთ დაფითა და ცელოფნით გადაკრული ბუნკერები, სადაც ლეკვები ჰყავდათ ჩაყრილი. მათ ჰქონდათ საჭმელიც და წყალიც. ისინი ლეკვებს სპეციალურად კარგად აჭმევდნენ, ხოლო ორ–სამ კვირაში – შეჭამდნენ“, – ამტკიცებს ელიზბარაშვილი.

შედეგად ექვსი გადარჩენილი ლეკვი თავშესაფარში წაიყვანეს, სადაც ისინი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„მათ ასევე ჰყავდათ დიდი ძაღლი, რომელიც საკუთარ ფეკალიებში პატარა გალიაში ჰყავდათ გამომწყვდეული. ადგილზე ასევე ვნახეთ კუ. როგორც გამოირკვა, ისინი მათ გარკვეული თანხის საფასურად ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ. ერთი ზღარბიც ვიპოვეთ, რომლის შეჭმასაც ასევე აპირებდნენ“, – განაცხადა ელიზბარაშვილმა.

თავშესაფრის თანამშრომლებმა პოლიციას ჩვენებები უკვე მისცეს.

© SPUTNIK/ DENIS ASLANOVთამაზ ელიზბარაშვილი
თამაზ ელიზბარაშვილი - Sputnik საქართველო
თამაზ ელიზბარაშვილი

თბილისის ტერიტორიაზე მოქმედებს წესები, რომლის თანახმად ცხოველის მოკვლა მხოლოდ საშიში დაავადების შემთხვევაში და ვეტერინარის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება, ან თუ ეს უპატრონო ცხოველებს ეხება, რომლებიც მიყენებული ტრავმების ან ავადმყოფობისგან იტანჯებიან. ამ დროს გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური მედიკამენტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0