გალში თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლების შეხვედრები გაგრძელდება

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიხიდი მდინარე ენგურზე
ხიდი მდინარე ენგურზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული მხარე აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. 27 მაისს პირველად ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომელიც თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებს შორის აქტუალურ საკითხებზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების გამართვის შესახებ შეთანხმება, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ თბილისის, სოხუმის, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები,2009 წლის 1 ივლისს არის მიღწეული. თუმცა 2012 წლის აპრილში მექანიზმის მუშაობა სოხუმის პოზიციის გამო შეჩერდა.

„ შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე დააყენებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
თბილისი იზრუნებს რომ აფხაზურ მხარეს შუქი ჰქონდეს

აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა 19 მაისის ინციდენტის შემდეგ ქართულმა ხელმძღვანელობამ მოითხოვა, როდესაც აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება წაუყენა და საერთაშორისო ძებნაში მის გამოცხადების მიღწევას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0