საქართველოში ცა დააზღვიეს

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოში ცა დააზღვიეს
საქართველოში ცა დააზღვიეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქრთველოს ავიაციის ისტორიაში პირველად საავიაციო ინციდენტების დროს დაზარალებულთა უფლებები დაცული იქნება.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრმა „საქაერონავიგაციამ“ საავიაციო ინციდენტების დროს დაზარალებულთა უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, თუ „საქაერონავიგაციის“ ბრალეულობით საქართველოს საჰაერო სივრცეში რომელიმე საავიაციო ინციდენტი მოხდება, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ  დაცული, ზარალი კი ანაზღაურებული იქნება. სადაზღვევო თანხის მაქსიმალური მოცულობა 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

 „საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა ჩვენს ქვეყნას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოეთის არაერთი ქვეყნის სანავიგაციო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, ავიაკომპანიებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

ეს  სტიმული და მოტივაცია იქნება საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, აღნიშნა მან.

Самолет частной грузинской авиакомпании Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: სამოქალაქო ავიაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს განვითარებაში

„საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ პროექტი უპრეცედენტოა, და მას საქართველოს ავიაციის ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია.

სულ საქართველოს ავიაბაზარზე ამჯამად 30 ავიაკომპანია ოპერირებს-29 უცხოური და ერთი ქართული. ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ავიაბაზრის პოპულარობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს 578 ათას 100 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0