არველაძე ისრაელის „მაკაბისთან“კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის

© Jako.fmშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი საფეხბურთო მწვრთნელის წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა მილიონნახევარი ევრო შეადგინოს, იუწყებიან მასმედიის საშუალებები.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი შოთა არველაძე  ისრაელის „მაკაბისთან“ კონტრაქტის ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არის. ეს ინფორმაცია Sputnik-ის კორესპონდენტს არველაძის უახლოეს გარემოცვაში დაუდასტურეს.

43 წლის ქართველ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება რა ვადაზე იქნება გათვლილი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ისრაელისა და თურქეთის მასმედიის ზოგიერთი საშუალება ინფორმაციას იმის შესახებ ავრცელებს, რომ არველაძის წლიური შემოსავალი  მილიონნახევარ ევროს მიაღწევს. ამ თანხას გუნდის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ბონუსებიც დაემატება.

გასული სეზონის შედეგების მიხედვით „მაკაბიმ“ „ჰაპოელს“ ორი ქულა დაუთმო და ისრაელის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, და ამით უეფას ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
შოთა არველაძე „წლის ჯენტლმენის“ პრიზს მიიღებს

ფეხბურთის კარიერის დასრულების შემდეგ არველაძე მწვრთნელი გახდა და მუშაობდა მხოლოდ თურქეთში. 2010-დან 2012 წლამდე ის „კაისერისპორთან“, შემდეგი სამი წელი კი „კასიმფაშასთან“ მუშაობდა. „ტრაპზონსპორი“ არველაძის ბოლო სამუშაო ადგილია, რომელიც მან გასული წლის დეკემბერში დატოვა.

არველაძე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. თავდამსხმელის ანგარიშზეა 26 გატანილი გოლი. მაისური ნომერ 11, რომლითაც  არველაძე ქვეყნის ნაკრების სახელით გამოდიოდა, სამუდამოდ მის სახელზე არის მიმაგრებული.

ყველა ახალი ამბავი
0