შოთა არველაძე „წლის ჯენტლმენის“ პრიზს მიიღებს

© courtesy of Sport-Domშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„წლის ჯენტლმენის“ პრიზი ბოსნია და ჰერცოგოვინის და თურქეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიცემა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შოთა არველაძეს დაასაჩუქრებენ პრიზით წლის ჯენტლმენი. ცერემონია 16 იანვარს ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში სარაევოში შედგება, ამის სესახებ რადიო jako.fm იტყობინება. 

გასული წლის 12 მაისს, სარაევოს საერთაშორისო უნოვერსიტეტში სტუდენტებისა და ჟურნალისტებისათვის არველაძემ ლექცია გამართა სამართლიან ფეხბურთზე. 

გარდა ამისა არველაზეს გადაეცემა პრიზი fair-play. ამის მიზეზი გახდა თურქეთის ჩემპიონატზე გუნდებს „კასიმფაშასა“ და „კონიასპორს“ შორის გამართული მატჩი, რომლის დროსაც არველაზე „კასიმფაშას“ ხელმძღვანელობდა. არველაძის გუნდმა ანგარიში მაშინ გახსნა, როცა  მოწინააღმდეგე გუნდის წევრები შეჩერდნენ, როცა „კასიმფაშას“ გუნდის ფორვარდმა ტრამვა მიიღო. 

ქართველმა სპეციალისტმა თავისი გუნდის წევრებს  სთხოვა  „კონიასპორისთვის“ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება fair-play-ს კონცეფციის თანახმად. თვით მატჩი დასრულდა „კასიმფაშას“ დამარცხებით ანგარიშით 1:2, ხოლო შოთა არველაძე გადადგა. 

„წლის ჯენტლმენის“ პრიზი ბოსნია და ჰერცოგოვინის და თურქეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიცემა. 


ყველა ახალი ამბავი
0