უსუფაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად მთიან ყარაბაღში სიტუაცია განიხილა

© photo : OSCE/Mikhail Evstafievდროშები ეუთოს ლოგოტიპით ვენაში
დროშები ეუთოს ლოგოტიპით ვენაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსა და რეგიონში აქტუალური საკითხების წინსვლას ხელს უწყობს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად მთიან ყარაბაღში სიტუაცია განიხილა, იუწყებოდა ოთხშაბათს  პარლამენტის პრეს-სამსახური.

„შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონში მიმდინარე პროცესები, ყარაბაღში შექმნილი სიტუაცია, ასევე მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ხაზი გაესვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მნიშვნელობას, რომელიც ხელს იმ საკითხების წინსვლას უწყობს, რომლებიც საქართველოშია აქტუალური“,-ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ 2 აპრილს გააკეთეს განცხადებები. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, თუმცა მას შემდეგ ორივე მხარე აქვეყნებს ინფორმაციებს ამ რეჟიმის დარღვევის შესახებ.

სამი ქვეყნის მინისტრები - Sputnik საქართველო
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები გაბალაში შეხვდებიან

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0