თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაბალაში 14–15 მაისს გაიმართება, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
„აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვის მიწვევით, 14 მაისს გაბალაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების — თავად ზაქირ ჰასანოვის, თინა ხიდაშელისა და ისმეთ იილმაზის სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. შეხვედრა 15 მაისს დასრულდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი ტიპის შეხვედრები წელიწადში ორჯერ იმართება.
გაბალა — ქალაქი აზერბაიჯანში. წარსულში იქ სსრკ–ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, გაბალის რადიოლოკაციური სადგური ფუნქციონირებდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სადგური აზერბაიჯანის საკუთრებაში გადავიდა, მაგრამ რუსეთი კვლავაც განაგრძობდა მისით სარგებლობას. მოგვიანებით რუსეთმა შეწყვიტა რადიოლოკაციური სადგურის გამოყენება.