თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 28 მაისს საზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი პროგრამა შეიმუშავა, აღნიშნულია აჭარის ოფიციალურ ტურისტულ ვებგვერდზე.
ღონისძიებები 11:00 საათზე ბათუმის ბულვარში, ცენტრალურ შადრევანთან დაიწყება. დღის განმავლობაში ბულვარზე ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields-ისა და Sound Lab-ის კონცერტები გაიმართება.
სტუმრებს მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სხვადასხვა მასტერ-კლასში, შეჯიბრებაში. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ღონისძიების პროგრამა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა გათვლილი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია.
საზეიმო პროგრამა ღამის 03:00 საათზე დასრულდება.