თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მილიარდელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგ ონლაინ პეტიციას 450–ზე მეტმა ამერიკელმა მწერალმა მოაწერა ხელი. მათ შორისაა სტივენ კინგიც.
პეტიცია მწერლებმა მარკ სლაუკმა და ენდრიუ ალტშულმა განათავსეს ვებგვერდზე IPetitions. მათი მიზანია 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ამ დროისათვის პეტიციას ხელი უკვე 6220 კაცმა მოაწერა.
„არც სიმდიდრე და არც სახელი არ აძლევს ადამიანს იმის უფლებას, რომ ილაპარაკოს მთელი ამერიკის სახელით“, — ნათქვამია პეტიციაში.
მწერლებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კენჭს არ უნდა იყრიდეს ადამიანი, რომელიც „შეგნებულად აპელირებს საზოგადოების ყველაზე მდაბალი და აგრესიული ელემენტებით“.
„ეს ჩვენგან დაუყოვნებლივ და გადამჭრელ პასუხს მოითხოვს… და ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერები, ყველანი დონალდ ტრამპის კანდიდატურის წინააღმდეგნი ვართ ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე“, — აღნიშნეს პეტიციის ავტორებმა.