„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ წევრები უარს აცხადებენ საპარლამენტო საქმიანობაზე იმ დრომდე, სანამ სამართალდამცველი ორგანოები კორცხელის ინცინდენტის დამნაშავეებს არ დაადგენენ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტი მანამდე გაგრძელდება, სანამ თვითმმართველობის შუალედური არჩევნების დროს ფიზიკური  დაპირისპირების საქმე გამოძიებული არ იქნება.

გასულ კვირას, შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს.

„სანამ არ გამოვლინდებიან დამნაშავეები და დამკვეთები, სანამ არ დადგინდება დამკვეთი, ასევე არ გამოავლენენ იმ პირებს, რომლებმაც იმ დღეს იძალადეს, ჩვენ ბოიკოტს ვაცხადებთ და სხდომათა დარბაზში არ შემოვალთ“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა მომხდარში ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა, რომელიც პოლიტიკიდან დიდი ხანია წავიდა, თუმცა, ოპოზიცია ირწმუნება, რომ ქვეყანას კვლავ  ის  მართავს.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში საარჩევნო უბანთან ნიკა მელია, გიგა ბოკერია და ეკა ხერხეულიძე სცემეს

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია ივანიშვილის მძევალი და ფაქტობრივად, ძალადობის თანაორგანიზატორი გახდა, ზოგიერთ შემთხვევაში პასიური დამკვირვებელი, ხოლო პროკურატურა მონურ მდგომარეობაშია და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მინისტრები. მონურ მდგომარეობაშია პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა“, — განაცხადა გაბაშვილმა.

კორცხელში მომხდარი ინციდენტი დაგმეს სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. დაპირისპირებულმა მხარეებმა კი ერთმანეთი დაადანაშაულეს.

შსს საქმეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით („ცემა“) იძიებს, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს მუხლი შეიცვალოს, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0