თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა, სადაც ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ჩატარდება, იუწყება ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
შეკრებებისას ვლადიმირ ვეისის გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 27 მაისს სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, 3 ივნისს — ბუქარესტში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ და 7 ივნისს — მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ. სამივე გუნდი ევრო–2016–ის მონაწილეა, რომელიც 10 ივნისს იწყება საფრანგეთში.
„თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ბოლო შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე“, — ასე დაიწყო პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ნაკრები, ყაზახეთთან თამაშის შემდეგ, ბევრად უკეთესად ითამაშებს.
„ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო ტექნიკური და დინამიური. მინუსებს რაც შეეხება – ეს ფიზიკური მომზადება. საქართველოს ნაკრები ხშირად გოლებს ბოლო წუთებში უშვებს… ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ და იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა“, — განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში სამი დებიუტანტია მიწვეული: მცველი ზურაბ ცისკარიძე და ორი ნახევარმცველი — ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო“).
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო“), ლაშა დვალი („სლასკი“, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე („ტეპლიცე“, ჩეხეთი).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („ესკიშეჰირსპორი“, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („დინამო“ თბილისი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი („პოგონი“, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია („დინამო“ თბილისი).