ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

© GFFსაქართველოს ნაკრები ფეხბურთში
საქართველოს ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებში სამი დებიუტანტი მოიწვიეს: მცველი ზურაბ ცისკარიძე და ორი ნახევარმცველი - ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
მედია: ჯაბა კანკავა „რეიმსიდან“ წასვლას აპირებს

ნაკრების შემადგენლობაში სამი დებიუტანტია მოწვეული. ესენია: ჩეხური კლუბ „ტეპლიცეს“ მცველი ზურაბ ცისკარიძე და თბილისის „დინამოს“ ორი ნახევარმცველი — ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი. ეს უკანასკნელი საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი გახლდათ და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მცირე ტრავმის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება ეროვნული გუნდისა და სამარის „კრილია სოვეტოვის“ ძირითადი მეკარე გიორგი ლორია.

საწყის ეტაპზე ნაკრებს ვერ შეუერთდებიან გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“) და გიორგი აბურჯანია („ხიმნასტიკი“). ორივე ფეხბურთელი თავიანთ კლუბებში ძირითადი მოთამაშეები არიან და ამ გუნდებს სეზონი ჯერ არ დაუსრულებიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ორივე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შეუერთდება.

24 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ქართველი ფეხბურთელები სავარჯიშოდ ავსტრიაში შეიკრიბებიან და პარალელურად სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ: 27 მაისს სლოვაკეთის წინააღმდეგ, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ და 7 ივნისს მადრიდში — ესპანეთის წინააღმდეგ. სამივე გუნდი ევრო-2016-ის მონაწილეა, რომელიც საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:

ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე;

მცველები:
გურამ კაშია, საბა კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი, ზურაბ ცისკარიძე;

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან ყენია, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე, ლადო დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჭანტურია.

ყველა ახალი ამბავი
0