რუსეთი თბილისისა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს მიესალმება

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მხარე ჟენევის დისკუსიების წინ თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლების შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიესალმებიან საქართველოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეთანხმებას უახლოეს მომავალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვის შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან მოლაპარაკებების დროს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზეც იმსჯელებენ

„გრიგორი კარასინი მიესალმა ამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას… რუსული მხრიდან დადასტურდა, რომ ის დაინტერესებულია შეხვედრის წარმატებით ჩატარებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამიერკავკასიის საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვის წინადადება ქართულმა ხელისუფლებამ 19 მაისის ინციდენტის შემდეგ დააყენა, როდესაც სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის ბრალი წარუდგინა და მის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას აპირებს.

მანამდე ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების სასწრაფო აღდგენის მოწოდებით აშშ გამოვიდა. შეხვედრები უკვე ოთხი წელია, აღარ იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0