მინისტრი: საქართველოს შსს აფხაზეთთან „საზღვარზე“ ვითარებას აკონტროლებს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიგალში მდებარე სასაზღვრო პუნტქი
გალში მდებარე სასაზღვრო პუნტქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების დეტალები არ გაახმიანა. ბრალდება აფხაზ „მესაზღვრეს“ აქვს წაყენებული.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს შსს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარებას აკონტროლებს, განუცხადა უწყების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალდება აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯიოღლის წარუდგინა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში აფხაზ "მესაზღვრეს" ადანაშაულებს

„მსგავსი ცინიზმითა და სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება და დამნაშავე ნამდვილად დაისჯება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ მოგახსენებთ. ადმინისტრაციულ საზღვრებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. ასე რომ, იქიდან რამე საფრთხეები მოსალოდნელი არ არის“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსულ მხარეს ამასთან საერთო არაფერი აქვს.
საგარეო უწყებამ მომხდარის შესახებ აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და მათგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0