ექსპერტი: „იმედია მოსახლეობა ბიოუსაფრთხოების პუნქტებს გამოიყენებს“

© სურსათის ეროვნული სააგენტოსაქართველოში ბიოუსაფრთხოების პუნქტები იხსნება
საქართველოში ბიოუსაფრთხოების პუნქტები იხსნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ჩვენ ჯანმრთელი საქონელი გვეყოლება, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის ნაწარმის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, ძალიან წაადგება სურსათის უვნებლობას, აღნიშნა ლია თოდუამ.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბიოუსაფრთხოების პუნქტები, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული  პროდუქციის  უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედებს, თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლია თოდუა. 

რუსთავსა და მარნეულში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიოუსაფრთხოების პუნქტები გახსნა, სადაც გამოყოფილია საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, ვეტერინარული პუნქტი და კარანტინის ზონა.

პირუტყვის ბიოპუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველოში რქოსანი პირუტყვისთვის „საშხაპეები“ გაიხსნა

„თუ ჩვენ ჯანმრთელი საქონელი გვეყოლება, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის ნაწარმის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა,  ძალიან წაადგება სურსათის უვნებლობას. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა არ გაუწევს წინააღმდეგობას ბიოუსაფრთხოების პუნქტებს და ყველაფერს გამოიყენებს“, — განუცხადა Sputnik-ს ლია თოდუამ.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს დღეს ვეტერინარიის კუთხით აქვს, ცხოველების აღრიცხვა და იმის დადგენაა,  თუ რომელი ცხოველია ჯანმრთელი და  რომელი დაავადებული.

გარდა ამისა, აუცილებელია ცხოველების გადაადგილების გაკონტროლებაც.

„როცა მთელი ნახირი ჯანმრთელი გყავს, სოფელში ერთმაც რომ  იყიდოს დაავადებული ძროხა, მთელი ნახირი დაავადდება. ამიტომ აუცილებელია  პირუტყვის გაკონტროლება ჯანმრთელობის მხრივ. ეს ბიოუსაფრთხოების პუნქტები კი ჩემი აზრით, არის ცხოველის  ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული და ეს არის ამ ნომერ პირველი პრობლემის გადაჭრის გზა“, — თვლის ექსპერტი.

ძაღლი - Sputnik საქართველო
თბილისში შინაურ ცხოველებს ცოფზე უფასოდ აცრიან

ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 8 პუნქტი მოეწყობა. ორი პუნქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით უკვე გაიხსნა მარნეულსა და რუსთავში. დანარჩენი 6 პუნქტის აშენებას სახელმწიფო უახლოეს მომავალში გეგმავს.

ბიოუსაფრთხოების პუნქტებში ყოველდღიურად, დაახლოებით 8 ათასი პირუტყვის მიღება იქნება შესაძლებელი. მომსახურება უფასოა.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალზე.

ყველა ახალი ამბავი
0