თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის ყველა რაიონში ცოფზე შინაური ცხოველების ვაქცინაცია მიმდინარეობს.
უფასო ვაქცინაცია გასულ კვირაში დაიწყო და გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა რაიონში არსებული ცხოველი არ აიცრება. გარდა ამისა, ვეტერინარები პატრონებს ცხოველების შენახვა-მოვლასთან დაკავშირებით, უფასო კონსულტაციებს მისცემენ.
აცრისთვის შესაძლებელია როგორც პირად საკუთრებაში არსებული, ასევე მიკედლებული (ქუჩის) შინაური ცხოველის მიყვანა. მობილური ჯგუფის ლოკაციის შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე- 2 470 10, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ცოფი — ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც კლინიკური ნიშნების გამოჩენის შემდეგ თითქმის ყოველთვის ლეტალური შედეგით მთავრდება. დაავადების 99%-ზე მეტ შემთხვევაში ცოფის ვირუსი შინაური ძაღლებით გადაეცემა. ყველაზე ხშირად დაავადება 5-14 წლის ასაკის შორეულ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ემართებათ.
ადამიანების ინფიცირება, ჩვეულებრივ, კბენის ან ნაკაწრის საშუალებით კანიდან ხდება.
ვირუსი თავისა და ზურგის ტვინის პროგრესულ, სასიკვდილო ანთებას იწვევს.