თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იწყებს მუშაობას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს გენერალური მდივანი და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენცია (GDSC) თბილისში 24–25 მაისს ჩატარდება, ნათქვამია კონფერენციის ვებგვერდზე.

კონფერენციაზე გლობალური და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებულ საფრთხეებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ წელს კონფერენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან პერიოდში, ნატოს ვარშავის სამიტის წინ იმართება.

კონფერენციის მონაწილეობაში 300 სტუმარი მიღებს მონაწილეობას. ესენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ასპექტი დაასახელა

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.

ქართულ მხარეს კონფერენციაზე მთავრობის წევრები წარმოადგენენ.

ორდღიანი კონფერენციის შედეგებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეაჯამებენ.

კონფერენციაზე თავდაცვის სამინისტრო პარტნიორები იქნებიან აშშ–ის ატლანტიკური საბჭო, თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტი (RUSI), მარშალისა და კონრად ადენაუერის ფონდები (აშშ).

ყველა ახალი ამბავი
0