კვირიკაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ასპექტი დაასახელა

გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ბევრადაა დამოკიდებული ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ეკონომიკური კეთილდღეობა ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, ამიტომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღება უთმობს ეკონომიკურ რეფორმებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო რეგიონში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა

ქვეყნის მთავრობის მეთაური ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. მისი გამოსვლის ტექსტი მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

„საქართველოს აქვს მაღალი რეიტინგები ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიებში, რის წყალობითაც ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით”, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში 11 მაისს გაემგზავრა ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

ყველა ახალი ამბავი
0