პარლამენტის თავმჯდომარე „ზონდერებთან“ ბრძოლის მეაქნიზმის შემუშავებას ითხოვს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის რაიონში შუალედური მჟორიტარული არჩევნების ჩატარებისას, ინციდენტი მოხდა მოწინააღმდეგე პარტიებს შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივა გამოთქვა შეიქმნას მექანიზმი მსგავსი სიტუაციების ასარიდებლად.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტში „ზონდერთა ინსტიტუტის“  წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შემუშავების ინიციატივით გმოდის.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში კვირას ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ჩხუბი „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა და ამისთვის ზუგდიდში კასტეტებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული მოჭიდავეები და მორაგბეები თბილისიდან ჩაიყვანა.
„მე მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, ეს არ არის რჩევა, ეს არ არის ჩემი გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება, ვინაიდან, მე მჯერა, რომ დღეს აქ, ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტი ვართ „ანტიზონდერები“, ვიდრე „ზონდერები“ და „კონტრზონდერები“- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: ხელისუფლების არჩევა მუშტებით არ შეიძლება

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ყველას, ვინც „ზონდერების“ წინააღმდეგია, გაერთიანდნენ და ქმედითი მექანიზმი შეიმუშავონ, რათა საქართველოს პარლამენტმა ამ პროცესებში გადამწყვეტი სიტყვა თქვას.
საქართველოში ორ კირაში 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0