საგარეო საქმეთა სამინისტრო: ასოციირების შეთანხმება სრულად 1 ივლისიდან ამოქმედდება

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროსაბჭოს დროშა
ევროსაბჭოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება პირობითად 2014 წლის ივნისში შევიდა ძალაში.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმება სრულად 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედდება.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოციირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება.

„ძალიან მოკლე ვადაში ასოციირების შესახებ შეთანხმების კუთხით ყველა ევროპული ქვეყნისგან მხარდაჭერა მივიღეთ და ის სრულად 1 ივლისიდან ამოქმედდება. ყველასთვის ცნობილია, რომ შეთანხმება პირობითად ძალაში ჯერ კიდევ 2014 წელს შევიდა, ამასთან, შეხვედრებზე განვიხილეთ ყველა დადებითი შედეგი, რომელიც საქართველომ 2014 წლის შემდეგ მიიღო… გაიზარდა ბრუნვა ევროპასთან, იზრდება ექსპორტი, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო მეწარმეების მხრიდან ხორციელდება დიდი ინვესტიციები. ასევე განვიხილეთ პოლიტიკური შედეგები, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კომუნიკაციის, განათლების სფეროები; განვიხილეთ მომავლის გეგმები“, — განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.

ევროსაბჭოს და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
ევროსაბჭო და საქართველო მაისში სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერენ ხელს

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო.

„მინდა ორი მთავარი კომპონენტი აღვნიშნო: პირველი ის, რომ ასოციირების შეთანხმება ძალაში შევა და ეს გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული. და, მეორე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა მივიღეთ“, — დასძინა მინისტრმა.

ევროკომისიამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. 9 მარტს ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0