ევროსაბჭო და საქართველო მაისში სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერენ ხელს

© courtesy of David Narmaniaევროსაბჭოს და საქართველოს დროშები
ევროსაბჭოს და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ახალი სამოქმედო გეგმა გათვლილია რამდენიმე წალზე - 2019 წლამდე. წინასწარი მონაცემებით დოკუმენტს ხელი 9 მაისს მოეწერება.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მაისში, საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტურბერნ იაგლანდის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის სამწლიან სამოქმედო გეგმას. 

„გენერალური მდივნის შეფასების თანახმად, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ქართული მხარის ინიციატივით, შემუშავდა ამბიციური სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილისა და იაგლანდის შეხვედრას ეხება. 

ახალი სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებზეა გათვლილი. წინასწარი მონაცემებით, დოკუმენტის ხელმოწერა 9 მაისისათვის იგეგმება. 

საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან. ორგანიზაცია საქართველოსთან ისეთ საკითხებზე მუშაობს როგორიცაა სოციალური უფლებების დაცვა, ბრძოლა რასიზმთან, უმცირესობების უფლებების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა, მართლმსაჯულება, წამების პრევენცია, დემოკრატიის განვითარება, ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა, კაპიტალის გათეთრებასთან ბრძოლა. 

იაგლანდი მანამდე ორჯერ იყო საქართველოში 2010 წლის ივლისში და 2016 წლის თებერვალში. 


ყველა ახალი ამბავი
0