ილია მეორემ მღვდელ-მონაზონ ბასილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად, ცხედარი და ავტომობილი გუშინ, საღამოს იპოვეს.

თბილისი, 22 მაისი —  Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელ-მონაზონ ბასილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა ილიას ტაძარში გადაიხადა. 

მტკვრიდან მანქანა ამოჰყავთ - Sputnik საქართველო
მაშველებმა თბილისის ცენტრში, მტკვარში ავტომობილი იპოვეს

უბედური შემთხვევა მტკვრის სანაპიროზე 17 მაისს მოხდა. მაშველები მტკვარში გადავარდნილ „ოპელის“ მარკის ავტომანქანას ეძებდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვეწვია დიდი მწუხარება — მანქანით მტკვარში გადავარდა ჩვენი მღვდელ-მონაზონი ბასილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული",- ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. 

მაშველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად, ცხედარი და ავტომობილი გუშინ, საღამოს იპოვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0