მაშველებმა თბილისის ცენტრში, მტკვარში ავტომობილი იპოვეს

© Sputnikმტკვრიდან მანქანა ამოჰყავთ
მტკვრიდან მანქანა ამოჰყავთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტკვრიდან ამოყვანილი ავტომობილი მდინარეში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ, მშრალ ხიდთან გადავარდა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. გადაუდებელი დახმარების „112“ სააგენტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მაშველებმა შეძლეს ავტომანქანის პოვნა, რომელიც თბილისის ცენტრში, მდინარე მტკვარში, სავარაუდოდ, 17 მაისს ღამით გადავარდა.

სამაშველო სამუშაოები ბარათაშვილის ხიდთან უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. შორიახლოს დაახლოებით ათასი ადამიანი, ძირითადად, ჩვეულებრივი გამვლელები შეიკრიბნენ. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება. ამასთან, მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი.

„მათ (მაშველებს) ავტომობილი ამოჰყავთ. მაგრამ ცხედართან (მძღოლის) დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცი არ მაქვს… მანქანა, როგორც ჩანს, მტკვარში რამდენიმე დღის წინ გადავარდა“, – განაცხადა უწყების პრეს–სამსახურის უფროსმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“.

უფრო ადრე „112“–ში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი დინება და მდინარის რელიეფური ფსკერი ართულებდა.


ყველა ახალი ამბავი
0