ყადაღა მოეხსნა „რუსთავი 2-ის“ მფლობელი კომპანიის წილს ტელეკომპანიაში

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის ნოემბერში ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშს გადასცა, ხოლო მის კომპანიას შპს „პანორამა“-ს - 40%. გარდა ამისა სასამართლომ ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყადაღა მოხსნა შპს  „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-იან წილს  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო  „"Новости-Грузия"  ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილზე დაყრდნობით. 

2015 წლის სექტემბერში ერთ-ერთმა კომპანიამ სურვლი გამოთქვა შეეძინა ეს წილი „რუსთავი 2“-ში რამდენიმე მილიონის ინვესტირების ვალდებულებით. ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა „რუსთავი 2“-ის ფლობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა ეს წილი. 

„ყადაღა დღეს მოიხსნა. იგი თავის დროზე იმისათვის დაიდო, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ რომელიც „რუსთავი 2“-ის პარტნიორია, ინვესტირება ვერ განეხორციელებინა „რუსთავი 2-ში, — თქვა საძაგლიშვილმა.

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება „რუსთავი 2–ში“ დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე ანულირებულია

„რუსთავი 2-ის“ გარშემო სასამართლო განხილვამ ქართულ საზოგადორბაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის ნოემბერში ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშს გადასცა, ხოლო მის კომპანიას შპს „პანორამა“-ს — 40%. გარდა ამისა სასამართლომ ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა. 

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ დროებით მმართველებზე გადაწყვეტილების ანულირება მოახდინა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ფინანსური დირექტორის კახა დამენიას უფლებამოსილებები აღადგინა. 

„რუსთავი 2-ის“ ქონება ჯერ კიდევ დაყადაღებულია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ქონების არენდით გაცემაზე აკრძალვა მოხსნა. 


ყველა ახალი ამბავი
0