გადაწყვეტილება „რუსთავი 2–ში“ დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე ანულირებულია

© photo: courtesy of Rustavi2რუსთავი–2
რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ. 30 ნოემბრიდან „რუსთავი 2–ს“ დროებითი მმართველები აღარ ეყოლება.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 30 ნოემბერს გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2–ში“ დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, რითაც დააკმაყოფილა ტელეარხის ადვოკატების მოთხოვნა, — წერს ქართული მედია.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი კვირიკაშვილი „რუსთავი 2"–ს დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას სთავაზობს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მედიის ინფორმაციით, არხის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ. 30 ნოემბრიდან „რუსთავი 2–ს“ დროებითი მმართველები აღარ ეყოლება. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

სააპელაციო სასამართლომ 30 ნოემბერს „რუსთავი 2–ის“ კიდევ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც აკრძალვა მოიხსნა არხის მოძრავი და უძრავი ქონების გაქირავებაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0