მინისტრი კვირიკაშვილი „რუსთავი 2"–ს დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას სთავაზობს

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ში დროებითი მმართველები დანიშნა. ესენი არიან: ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia–ს ყოფილი მთავარი რედაქტორი და ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად საბჭო უნდა შეიქმნას, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს, 9 ნოემბერს. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ში დროებითი მმართველები დანიშნა. ესენი არიან: ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia–ს ყოფილი მთავარი რედაქტორი და ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი.

თამაზ ურთმელიძე - Sputnik საქართველო
ურთმელიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დაუსწრებლობის მიზეზი განმარტა

„ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში ან რაც გნებავთ ის ვუწოდოთ, არსებულ პერიოდში შექმნან პროფესიული ნიშნით და დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭო, რომელიც თავის მხრივ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მეტი ჩარევის ბერკეტი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია“, — აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.

ყველა ახალი ამბავი
0