ურთმელიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დაუსწრებლობის მიზეზი განმარტა

© tcc.gov.geთამაზ ურთმელიძე
თამაზ ურთმელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კრძალავს მოსამართლისგან კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნას იმ პირობებშიც კი, როცა საქმისადმი საზოგადოების ინტერესი ძალზე მაღალია.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ არ სურს საქართველოს სასამართლო სისტემის ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენება.  

მოსამართლე ურთმელიძემ 3 ნოემბერს ტელეკომპანიის წილები „რუსთავი 2"–ის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშსა და მის კუთვნილ კომპანია „პანორამას“ გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სიტყვის თავისუფლების დარღვევად შეაფასეს. 

ქიბარ ხალვაში - Sputnik საქართველო
ქიბარ ხალვაში: “ჩვენი ბრძოლის მეთოდები სააკაშვილის მეთოდებისგან განსხვავდება“

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ტოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას“, — ნათქვამია ორშაბათს, 9 ნოემბერს გავცელებულ განცხადებაში. 

მოსამართლის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და  კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კრძალავს მოსამართლისგან კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნას იმ პირობებშიც კი, როცა საქმისადმი საზოგადოების ინტერესი ძალზე მაღალია. 

მანამდე საქრათველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს თამაზ ურთმელიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

 


ყველა ახალი ამბავი
0