აფხაზეთიდან დევნილმა მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სოზარ სუბარი და ვლადიმერ მესაბიშვილი
სოზარ სუბარი და ვლადიმერ მესაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისაბიშვილმა 100–ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23–ე ხარისხის ფესვი 32 წამში ამოიყვანა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, იტყობინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ვლადიმერ მისაბიშვილმა 100–ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23–ე ხარისხის ფესვი 32 წამში ამოიყვანა. მიღებული რეზულტატი დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდად და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება. 

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

რეკორდის დამყარების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ვლადიმერ მისაბიშვილის გამოთვლას რეკორდების ფედერაციის მსაჯები, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პროფესორები აკვირდებოდნენ. 

ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია. 

ყველა ახალი ამბავი
0