სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

© FB/СГБსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოსებ კობახიძემ გასულ წელს მსოფლიო რეკორდი წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ ერთი წუთის განმავლობაში ორძელზე 45,4 კგ ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა  და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
კობახიძემ ბრიტანელი სპორტსმენის რეკორდი მოხსნა, რომელიც ასეთივე ტვირთით 28-ჯერ აიზიდა.
კობახიძის რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ოფიციალურად დააფიქსირა, რასაც გინესის რეკორდების წიგნს გადასცემს, იუწყება უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური.

იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე რეკორიდა: პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.

ყველა ახალი ამბავი
0