თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 2016 წლის 5 მაისის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიციერბულთა რიცხვი 5 ათას 653 კაცს შეადგენს, მათგან 4ათას 177 — მამაკაცია, ხოლო 1476 ქალი, იტყობინება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი.
პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3269 პაციენტს, რომელთაგან 1116 გარდაიცვალა. 2016 წელს დაავადების 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში 20 მაისს სრულდება კვირეული, რომელიც შიდსის გართულებების შემდგომი დაავადებებისაგან გარდაცვლილ ადამიანებს მიეძღვნა. იგი 15 მაისს, შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს დაიწყო, რომელიც 1983 წლიდან აღინიშნება მაისის მესამე კვირას. საქართველო ამ დღეს 1996 წლიდან აღნიშნავს.
შიდსის პრობლემებს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა, რომელიც დღეს აჭარაში გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის პრობაციის სააგენტოს, შიდსით დაავადებულთა დაცვის ფონდის და მოძრაობა „იდენტობას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „იმედი“ ბათუმში ქუჩის აქციას მართავს, რომელზეც ყველა მსურველს საშუალება აქვს უფასო სკრინინგ ტესტი ჩაიტაროს აივ-ზე.
საქართველოში შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა.