საქართველოში C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე გამოკვლევები უფასო იქნება

გამოწერა
გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელი იქნება საქართველოს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცამა უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელი იქნება საქართველოს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში. სკრინინგის დაწყების დრო და ადგილი ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.

„პროექტის მიხედვით, ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლას ვაპირებთ და მთავარი დატვირთვა ამ მხრივ სკრინინგს აქვს. თუ ჩვენ პაციენტებს ვერ გამოვავლენთ, მაშინ ვერც მათ მკურნალობას და ვერც ამ დაავადებასთან ბრძოლას ვერ შევძლებთ… პირველად C ჰეპატიტის გამოსავლენად სისხლს ჩვენი და NCDC-ის თანამშრომლები ჩავაბარებთ“, — განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.   

2015 წლის 1 დეკემბრიდან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ორსულს მიეცემა შესაძლებლობა გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის განხორციელებისას, სხვა გამოკვლევებთან ერთად, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე.

საქართველოში 2015 წელი С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. პირველი პროექტი მაისში, ხოლო შემდეგი ეტაპი ივლისში ჩატარდა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0