ევროკავშირი საქართველოში არჩევნების გაშუქებას დააკვირდება

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტელეკომპანიების, რადიოების, ონლაინ და ბეჭდური მედიის მუშაობის ხარისხს შეამოწმებენ.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში, დაბალანსების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით, მედიის მუშაობის შემოწმებას იწყებენ.

მონიტორინგის ობიექტი საქართველოს 40-ზე მეტი მედიასაშუალება გახდა.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში

„სრულებით ლოგიკურია, გვქონდეს მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მედია არჩევნების პერიოდში. თავისუფალ და ხარისხიან მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

„ჩვენ ვაფასებთ ბოლო წლებში საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესების, რეფორმების ჩატარების, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და მედიის თავისუფლების მხრივ“, — აღნიშნა ჰერმანმა.

მონიტორინგს, რომელიც ნოემბრამდე გაგრძელდება, სამი ორგანიზაცია ჩაატარებს. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანიების მუშაობას დააკვირდება, „ინტერნიუს-საქართველო“ — რადიოს, ხოლო „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ — ონლაინ და ბეჭდვით მედიას.

მონიტორინგის შედეგები ვებგვერდზე mediamonitor.ge გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0